ხაშურში საბიბლიოთეკო კვირეული იმართება

822

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს. კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა მაკა დიდებულიძემ საზოგადოებას საბიბლიოთეკო გაერთიანების გასული წლის საქმიანობის შესახებ საანგარიშო მოხსენება წარადგინა.

ღონისძიება სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის მცირე კონცერტით გაგრძელდა. მოეწყო საბა ლაბაძისა და ნუცა ჩიტაძის ნამუშევრების გამოფენაც.

წელს, საბიბლიოთეკო კვირეულის მთავარი მესიჯია „წარმოაჩინე შენი ბიბლიოთეკა“. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, შემოქმედებითი საღამოები, ქალაქის ქუჩებში კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართება. საბიბლიოთეკო კვირეული 11 მაისს დაიხურება.