აეროპორტის დასახლებაში 7 000 კვადრატულ მეტრზე გზას აგებენ

1117

აეროპორტის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. შალვა ჭანკვეტაძის გამზირზე კაპიტალური გზა კეთდება.

კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ, სანდრო შანშიაშვილისა და შალვა ჭანკვეტაძის ქუჩების კვეთიდან „საქაერონავიგაციის“ ადმინისტრაციულ შენობამდე 7 000 კვადრატულ მეტრზე ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, გზასთან ერთად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობაც.

პროექტის საერთო ღირებულება 380 ათასი ლარია.