თელავისა და კედაინიაის მერებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

637

ლიტვის რესპუბლიკის კედაინიაის მუნიციპალიტეტის მერმა საულიუს გრინკევიციუსმა და თელავის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე კოლეგებმა განიხილეს თელავისა და კედაინიაის მუნიციპალიტეტების ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა ისაუბრა თელავის მუნიციპალიტეტში ტურიზმის მზარდი მაჩვენებლებისა და მეღვინეობის დარგის მიღწევების შესახებ.

ლიტვის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ლიტვის რესპუბლიკის კაუნასის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის მერი. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე საჩიშვილი და გურამი გურაბანიძე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.