სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში შშმ პირებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნება

702

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სოციალური საწარმო გაიხსნება, რომელიც შშმ პირებისთვის ადაპტირებული საცხობისა და გარემოს შექმნას, მათ დასაქმებასა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას გულისხმობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

,,საცხობი კახეთის ტურისტული მარშრუტის ნაწილი გახდება და უცხოელ ვიზიტორებს ცხობის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას შეთავაზებს. საცხობი ასევე სრულად მოამარაგებს ნუკრიანში არსებულ დღის ცენტრს. ბანკის ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ ორგანიზებული კონკურსი მიზნად ისახავს სოციალური საწარმოების პროექტის ისეთი იდეის გრანტით დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას’’,- განაცხადეს საქართველოს ბანკში.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ჯამში, 2017 წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობდა სოციალური საწარმოს 103 პროექტი, რომელთაგანაც დამოუკიდებელმა ჟიურიმ 11 ფინალისტი შეარჩია. ბანკი, გამარჯვებული პროექტების განსახორციელებლად, თოთოეულს 50 000 ლარამდე მოცულობის გრანტით დააფინანსებს.