ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია უტარდება

793

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას რებილიტაცია უტარდება. ამბროლაურის მერიის ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, სოფლის ცენტრში არსებული შენობების ფასადების მოწესრიგებას და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. გარდა ამისა გათვალისწინებულია სკვერის მოწყობა და სუვენირების მაღაზიის მშენებლობა.

პროექტი სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება – 2 004 780 ლარია.

ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება.