ხობში გზების რეაბილიტაცია სრულდება

711

ხობში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შიდა გზების მოასფალტება და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ხობის მერიის ცნობით, 26 მაისის, ერეკლე მეორის, დავით აღმაშენებლის (I და II ჩიხები), ვახტანგ გორგასლის (მეორე ჩიხი) ქუჩებზე, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი ჭყონდიდელის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე და ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგება დასრულდა. უწყებსი ცნობით,  იონა მეუნარგიასა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 320 ათასი ლარია. გზების რეაბილიტაციაზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.