ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება

560

წინა სტატია

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის 25 მაისიდან დაიწყება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მოსწავლეებს სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილებენ. რეკონსტრუქციის დასრულებამდე მათ საგაკვეთილო პროცესი მეორე ცვლაში ჩაუტარდებათ.

სრული რეაბილიტაცია ქუთაისში იმ სკოლებს ჩაუტარდებათ, სადაც წლების მანძილზე ამოტრიზებული მდგომარეობა იყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მე-5-ე; მე-10-ე; მე-17-ე; მე-13-ე ; #32-ე , #30-ე; #36 -ე და #33-ე სკოლებში 2019 წლის გაზახფულამდე უნდა დასრულდეს.

“შესაძლოა რეაბილიტაცია უფრო ადრეულ ვადაშიც დასრულდეს,” – განმარტავენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” ადმინისტრაციაში.

ქუთაისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი” აფინანსებს.