მარშალ გელოვანის გამზირისა და ლისის გზის დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტირება იწყება

813

მუნიციპალური განვითარები ფონდმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის (ლისის გზა) დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტირებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

განაცხადების მიღება 20 მაისამდე იქნება შესაძლებელი.

პარალელურად, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობების ზედამხედველობაზე. ამ შემთხვევაში განაცხადების მიღება 30 მაისამდე იწარმოებს.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.