ქედაში 60 სოფლის ცენტრი კეთილმოეწყობა

591

ქედაში 60 სოფლის ცენტრის კეთილმოწყობისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

უწყების ცნობით, იგეგმება გარეგანათების, ბილიკებისა და მოსაცდელების მოწყობა, ასევე გზების რეაბილიტაცია.

პირველ ეტაპზე ტენდერი გარეგანათებების მოწყობისთვის გამოცხადდა.

პროექტისთვის ჯამში 530 ათასი ლარია გათვალისწინებული.