ქვედა ვაშლოვანში შიდა საუბნო გზის გაფართოება მიმდინარეობს

634

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში, ალმის კოხის უბანში, შიდა საუბნო გზის გაფართოება მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, სამუშაოებს ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისი“, მერიის მიერ ახლადშეძენილი „ჯისიპის“ მარკის ტექნიკით ახორციელებს.

მერიის ცნობით, წლების განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სივიწროვის გამო სატრანსპორტო მოძრაობა სახიფათო იყო, ხოლო სატვირთო ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი.

აღნიშნული გზით 15 ოჯახი სარგებლობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა.