ქალაქ საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1123

ქალაქ საჩხერეში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ორი საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა (ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობა) და ორი ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ფასადების რეაბილიტაციას შ.პ.ს. “მსწრაფმსენი” 69 969 ლარად, ხოლო ეზოების კეთილმოწყობას ინდმეწარმე ვახტანგ კუჭაშვილი 346 540 ლარად ასრულებს.

მერიის ცნობით, თანხა რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გამოიყო.