ბათუმში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

517

ბათუმში კომახიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

მერიის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ბაზალტის ბორდიურების, ტროტუარებზე ორშრიანი დეკორატიული ფილების, უსინათლოთა ბილიკებისა და პანდუსების მოწყობა. ასევე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი.

სამუშაოები მარტის ბოლოს დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, მომავალი წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

კომახიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 3 557 679 ლარი დაიხარჯება.