გორში ძმები რომელაშვილების ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

966

გორში, ძმები რომელაშვილების ქუჩის 485 მეტრიანი მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ჭალის დასახლება, სტალინის გამზირიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე).

გორის მერიის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაციასა და ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას. ასევე, ქუჩის ამ მონაკვეთზე ტროტუარები ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 273 766 ლარია.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს.