ხულოში სოციალური სახლის მცხოვრებლები ბეტონის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებენ

1081

ხულოს სოფელ ვაშლოვანის ახლადაშენებულ სოციალურ სახლთან ბეტონის ქარხნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამას სოციალურ სახლში მცხოვრებლები აპროტესტებენ. მათი თქმით, მშენებლობა მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, რადგან სამშენებლო სამუშაოები საცხოვრებელი სახლიდან 20-25 მეტრში მიმდინარეობს. ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამ წუთებში ხულოს მერიის შენობაში არიან და გოჩა მელაძესთან შეხვედას ითხოვენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პერნამენტული აქციით იმუქრებიან.