ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

992

ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება.

მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება 907 000 ლარამდეა, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის დასრულდება.

„ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული დაწესებულება ჩვენს მუნიციპალიტეტში. ახალი სასწავლო წლიდან მე-7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები სწავლის გაგრძელებას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღში შეძლებენ, სადაც მათი განვითარებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი“, – განაცხადა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, მე-7 საბავშვო ბაღი ექვს სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და 150-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.