როგორი იქნება წერეთლის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა. ფოტო

822

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო კორპუსი, რომლის გახსნაც აპრილში იგეგმებოდა, სექტემბერში გაიხსნება. ინფორმაციას “ქუთაისი პოსტი” ავრცელებს.

თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკა  საკონფერენციო დარბაზებით, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახებით, მილიონიანი წიგნადი ფონდის საცავით აღიჭურვება. ბიბლიოთეკა  ღია იქნება, როგორც სასწავლებლის სტუდენტებისთვის ასევე ნებისმიერი მსურველისთვის.

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს სს”სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი” ახორციელებს. “სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა” წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანიამ 2 085 265 ლარს მიიღო. აქედან 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაიღო.