ზუგდიდში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქცია განაახლეს

963

წინა სტატია

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი მოთხოვნა უცვლელია – შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კერძო სადგურების გახსნის კანონიერება და მიზანშეწონილობა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების წესებსა და პირობებს.

ამასთან, ისინი ორი დღის წინ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით რგინიგზის სადგურიდან მხოლოდ ერთი ავტობუსი მოძრაობს.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი მათგანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.