2017 წელს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, ქვეყნის მასშტაბით, კვებასა და რესტორნებში ყველაზე მეტი დახარჯა

785

2017 წელს იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კვებისა და რესტორნების მომსახურების ხარჯებმა 13,866 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო,  აღნიშნულ ინფორმაციას ფეისბუკგვერდი -“ფლანგვის დეტექტორი” საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ მომზადებული კვლევის საფუძველზე აქვეყნებს. ინფორმაცაის “ნიუპრესი” წერს.

“იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ვანი-ხონის მაჟორიტარმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, გივი ჭიჭინაძემ, 2016-2017 წლებში – თანამდებობრივ სარგოსთან ერთად, რომელმაც ჯამში 70,800 ლარი შეადგინა – 73,750 ლარის პრემია-დანამატი აიღო (2016: 35,400 დანამატი, 2,950 პრემია ; 2017: 35,400 დანამატი).

აღსანიშნავია, რომ გივი ჭიჭინაძე 2016 წელს ერთადერთი გუბერნატორი იყო ქვეყნის მასშტაბით, რომელმაც პრემია აიღო.

მისივე გუბერნატორობის პერიოდში, 2017 წელს იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში კვებისა და რესტორნების მომსახურების ხარჯებმა 13,866 ლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

შედარებისთვის, მის მიერ აღებული პრემია- დანამატები უტოლდება:
ა) სოციალურად დაუცველი 3-სულიანი ოჯახის 34 წლის განმავლობაში ასაღებ სოციალურ დახმარებას;
ბ) 409 სოციალურად დაუცველი 3-სულიანი ოჯახის თვიურ სოციალურ დახმარებას.

გივი ჭიჭინაძის ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს კვებასა და რესტორნებში დახარჯული თანხა 77 პენსიონერის ერთი თვის პენსიას უტოლდება. ამ თანხით სახელმწიფო უფასო სასადილოებში 32 ადამიანის გამოკვებავდა 1 წლის განმავლობაში”, – აცხადებს “ფლანგვის დეტექტორი”.