გურამიშვილის მეტრო გაიხსნა

1537

ინა სტატია

მეტროსადგური “გურამიშვილი” გაიხსნა. სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მას შემდეგ გაჩერდა, რაც მეტროსადგურ “ვარკეთილში”, იანვარში, ჭერი ჩამოიშალა.

შეგახსენებთ, რომ მერიამ მეტროსადგურების “გურამიშვილის”, “სამგორისა” და “ავლაბრის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.