გურჯაანში სამი საბავშვო ბაღი სურსათის უვნებლობის სამსახურმა დაკეტა

939

დარღვევების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მე-2, მე-3 და სოფელ ბაკურციხის საბავშვო ბაღებს სურსათის უვნებლობის კახეთის სამმართველომ საწარმოო პროცესი შეუჩერა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გეგმური შემოწმების შედეგად, საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში, საკვები პროდუქტების მომზადების სიახლოვეს არსებული მდგომარეობა არ შესაბამებოდა სტანდარტებს და მის მოწესრიგებამდე, საბავშვო ბაღები დაიკეტა.

სურსათის უვნებლობის სამამართველოში აცხადებენ, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები არსებული ვითარების გამოსწორების შემდეგ შეძლებენ ფუნქციონირების გაგრძელებას.

სამივე ბაღის სამზარეულო ბლოკებში დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და როგორც გურჯაანის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი განახლდება.