ზუგდიდის საკრებულოში ეთიკის კოდექსი და ფიცი დაამტკიცეს

848

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა მათი ეთიკის კოდექსი და ფიცი ერთხმად დაამტკიცეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, კოდექსი დეპუტატების უფლება-მოვალეობის განხორციელების დროს ქცევის ზოგად პრინციპებს გულისხმობს.

,,ეს არის კოდექსი, რომელიც ზრდის ანგარიშვალდებულებას და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად ამაღლებს კოლეგიალურობის ხარისხს. იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი ზოგადი წესი, არამედ რეალურ ურთიერთობებში აისახება, ოპონენტები დაიცავენ კორექტულობას და პასუხიმგებლობის ხარისხიც ამაღლდება“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.