რუსთავში სპორტული მოედნის ადგილას 11 სართულიან კორპუსს აშენებენ

1235

რუსთავში შარტავას ქუჩაზე მდებარე სპორტული მოედანი დაანგრიეს და მის ადგილას 11-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს აშენებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა მერიას მიმართავს და მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, სამშენებლო კომპანიამ დღეს ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მაინც შეიყვანა.