ზუგდიდელი მძღოლების საჩივრებს პროფკავშირები შეისწავლის

1032

წინა სტატია

ზუგდიდელი მძღოლების საჩივრებს პროფკავშირები შეისწავლის. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

რკინიგზის სადგურთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე მძღოლებს პროფკავშირების ფოთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელი შეხვდა.ინგა გვასალიას შეკრებილებმა საკუთარი პრეტენზიები და მოთხოვნები გააცნეს და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. პროფკავშირის წარმომადგენლის განმარტებით, ისინი შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს, როგორც შეკრებილთა მოთხოვნებს, ისე აქვთ თუ არა ლიცენზია ქალაქის მასშტაბით მოქმედ პატარა სადგურებს, მუშაობენ თუ არა კანონიერად და შეაქვთ თუ არა ბიუჯეტში თანხა.

ინგა გვასალიამ აღნიშნა, რომ პროცესები აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოში უნდა მოექცეს.

თავის მხრივ, მძღოლების თქმით, ისინი პროფკავშირებთან ერთად შეიმუშავებენ წერილს, სადაც მოთხოვნებს ასახავენ და შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს გადაუგზავნიან. ამბობენ, რომ სადგური დახურული არ არის და მიკროავტობუსები მორიგეობით მოქალაქეებს ემსახურებიან – ამ მხრივ შეფერხებები არ აქვთ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღევანდელი შეკრება გამაფრთხილებელია, თუმცა როგორ იმოქმედებენ ხვალიდან, ამ საკითხზე შეჯერდებიან.

დღეს დილიდან მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი პატარა და როგორც თავად განმარტავენ, ქალაქის მასშტაბით „არალიცენზირებული“ ავტოსადგურების ფუნქციონირებაა. ამბობენ, რომ მუშაობაში ხელი მგზავრების სიმცირის გამო ეშლებათ. ფიქრობენ, რომ ეს შეგნებულად ხორციელდება და ვიღაცას მათი დახურვა სურს. აქციაზე აღინიშნა, რომ შექმნილი ვითარება მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის, დავით ხუბუას ინტერესშია.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ საქმე კერძო ბიზნესს ეხება, ამიტომაც ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.