ბათუმის მერია ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლების მშენებლობისთვის აუქციონს აცხადებს

928

ბათუმის მერია აცხადებს ელექტრონულ აუქციონს ახვლედიანის (ყოფილი ჯინჭარაძის) ქ. N12-ში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის მესაკუთრე ცხრა ოჯახისთვის იმავე მისამართზე, 7724,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ აშენების მიზნით.

აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს მშენებლობის დაწყება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის, დასრულება კი – 18 თვის ვადაში. გათვალისწინებულია სამსართულიანი სახლის აშენება მანსარდით, 10 საცხოვრებელი ფართით. 

სანაცვლოდ, აუქციონში გამარჯვებულს საკუთრებაში გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბაგრატიონის ქ. N127-ში მდებარე 5429,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მრავალფუნქციური დანიშნულების, თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე შენობა-ნაგებობის მშენებლობის პირობით.

აუქციონი გაიმართება მ.წ. 21 მაისს, 12:00 სთ-ზე.