ფონდმა ,,ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად 100 ძირი ტუია და 50 ძირი არაუკარია გადასცა

1255

ფონდმა ,,ქართუმ“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს საჩუქრად 100 ძირი ტუია და 50 ძირი არაუკარია გადასცა.

ასევე, ბათუმის მერიის ცნობით, ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ დაწყებულია ორი პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს კიდევ ერთი ოცადგილიანი ავტოსადგომისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას. აღნიშნული პროექტები საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ჩაქვის შესასვლელის მიმდებარედ უკვე აშენდა ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც 70 მსუბუქ ავტომობილსა და 5 ავტობუსზეა გათვლილი.

,,ბოტანიკურ ბაღში წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი ,,ქართუ“ ბათუმს საჩუქრად უკეთებს, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ,,ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა ავტოსადგომის მოწყობა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც სრულად უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს. მასში გათვალისწინებული იქნება დამთვალიერებლისათვის ყველა აუცილებელი პირობა “,-განაცხადა ლაშა კომახიძემ.