კოდის სათემო განათლების ცენტრში ტურისტული პოტენციალის გაზრდაზე პროექტი წარადგინეს

1073

კოდის სათემო განათლების ცენტრში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობები: ეკონომიკის სფეროში, ტურიზმთან დაკავშირებით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება; საზღვრის ორივე მხარეს ტურისტული პოტენციალის გაზრდა; ტურისტული ბიუროების, ოპერატორების, საინფორმაციო ცენტრების, გიდების და სასტუმროების ქსელების და ასოციაციების შექმნა; განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნა, რეგიონულ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის განვითარება საქართველოსა და აზერბაიჯანში; მეზობელი რეგიონების ახალგაზრდებს შორის კავშირების დამყარება; ერთობლივი ინიციატივები ახალგაზრდების დასაქმების გაზრდის მიზნით, მათ შორის პროფესიული მომზადების ჩათვლით; ახალგაზრდების ტრენინგი ტურიზმის უნარ-ჩვევებში და შესაძლებლობებში შემდგომში ბიზნეს ტრენინგში ჩართვის პერსპექტივით; მულტი- კულტურული მრავალფეროვნების / მემკვიდრეობის და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

პროექტის სამიზნე ჯგუფები და ბენეფიციარები არიან: ახალგაზრდები, მეწარმეები, გიდები, სააგენტოები, მედია და ჟურნალისტები,ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები, ქართველი და აზერბაიჯანელი, გერმანელი და სხვა საერთაშორისო ტურისტები. შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ბენეფიციარები.