ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო

849

ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის რეაბილიტაციაში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო. გადაწყვეტილება მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ერთი კვირის წინ მიიღო, როდესაც ტურისტული სეზონის წინ, ზღვისპირა ზოლზე არსებულ ვითარებას გაეცნო.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოეწყობა ახალი ბულვარი, გაიზრდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრები, შემცირდება შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური  განვითარების ფონდმა, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2 კმ ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი წელს, საზღვაო სეზონის დადგომამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოყვა.