გორის საკრებულომ ცხოველების რეკლამებსა და გამოფენებში გამოყენების წესი განსაზღვრა

666

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველების რეკლამებში, გამოფენებში, შეჯიბრებაში და გასართობ ღონიძიებაში გამოყენების წესები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

ცხოველების მოვლა-პატრონობის და მართვის წესის მიხედვით, რომელიც მხოლოდ ძაღლებსა და კატებზე ვრცელდება, ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებაში დასაშვებია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში.

ამასთან, ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.

დადგენილების პროექტი დეპუტატებმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. დამტკიცებაზე კი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ