ზუგდიდის სასამართლომ ბიბლიოთეკიდან დათხოვნილის საქმის განხილვა დაიწყო

1214

წინა სტატია

ზუგდიდის სასამართლომ დაიწყო „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლის, ზეინაბ მორგოშიას საქმის განხილვა. მორგოშია სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომჩივანს ასევე სურს დადგეს მადონა მაქაცარიას პასუხისმგებლობის საკითხიც. მორგოშია ამბობს, რომ სასამართლოს ობიექტურობის იმედი აქვს.

ზეინაბ მორგოშია იმასაც აცხადებს, რომ მის ოჯახზე პოლიტიკური ზეწოლაა, რაც მერის წარმომადგენლის პოზიციიდან მისი ქმრის, ალიოშა ალანიას გათავისუფლებით დაიწყო. ოჯახში ფიქრობენ, რომ ალანია საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მხრიდან „ნეპოტიზმს“ ემსხვერპლა.

ზეინაბ მორგოშიას ინტერესებს საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა იცავს. ადვოკატის თქმით, მართალია დათხოვნის ბრძანებაში მიზეზად ლიკვიდაციაა მითითებული, თუმცა მადონა მაქაცარიამ მედიასთან განმარტა, რომ ეს არაფერ შუაშია.