ზუგდიდის მერია დადიანების მუზეუმის ეზოში დაზიანებულ ქანდაკებას აღადგენს

681

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის განცხადებით, დადიანების მუზეუმის ეზონში 2 მაის დაზიანებულ ქანდაკებას აღადგენენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

“როდის და რანაირად მოხდება, არ ვიცით, მაგრამ აუცილებლად აღვადგენთ“, – განმარტა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მაგდალინა თოდუამ.

ასევე უცნობია, ვინ დააზიანა ქანდაკება. თავად ამბის შესახებ ცნობილი 2 მაისს გახდა. შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება 187-ე ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.