ინგირის მოსახლეობა საკანალიზაციო სისტემაზე სახლების დაერთებას ითხოვს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათ ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემასთან მოსახლეობის საცხოვრებლების მიერთება მოითხოვეს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

აქციის მონაწილეები კომპანიის წარმომადგენლებს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და მათ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ.

მსგავსი სიახლეები