გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

531

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა გაერთიანების თანამშრომლებს ორგანიზაციის ახალი დირექტორი, სალომე ბოგვერაძე წარუდგინა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

სალომე ბოგვერაძე “თი-ბი-სი ბანკის” ბანკის გურჯაანის ფილიალში მუშაობდა. სალომე ბოგვერაძის განცხადებით, ის უკვე გაეცნო თანამშრომლებსა და მათ უფლება -მოვალეობებს და სამომავლოდ გურჯაანის მუზეუმების პოპულარიზაციას გეგმავს.