ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღი გაიხსნა

693

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

მუნიციპალიტეტის ცნობით, დაგვაში სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობა მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით დაიგეგმა. სოფელში საბავშვო ბაღი ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა. ახალი საბავშვო ბაღი კი, თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.

დაწესებულებაში 17 ადამინია დასაქმებული და 70 აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. 

საბავშვო ბაღი ორ სართულიანია და შშმ პირებისათვის ადაპტირებული.

საბავშვო ბაღში მოეწყო საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ეზოში მოეწყო გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდა.

სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობისთვის 153 101 ლარი დაიხარჯა.