შუახევში კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს ახალი სპეცტანსაცმელი გადაეცათ

625

შუახევის ა(ა)იპ კომუნალურმა სამსახურმა 40 თანამშრომელის პროფესიული საქმიანობისთვის განკუთვნილი ახალი სპეცტანსაცმელი შეიძინა.

სპეცტანსაცმელის შესაძენად მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 000 ლარი გამოყო.

კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს საწვიმარები, უსაფრთხოების ჟილეტები, სამუშაო ფეხსაცმელი, ხელთათმანები, მაისურები და ქუდები გადაეცათ.