კალაძე თანახმაა, “ვარდების მოედანს” პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭოს

705

კალაძე თანახმაა, “ვარდების მოედანს” პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მისი ინფორმაციით, ვარდების მოედნის გარდა, თბილისში არსებულ 17 ქუჩას ახალი სახელწოდება მიენიჭება.

“თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა და სახელის ცვლილებები მოხდება. მთლიანობაში 18 ლოკაცია იქნა დასახელებული და ერთ-ერთი გახლავთ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით. განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად როგორც ვიცი არის 20 დღიანი ვადა. წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელწოდების შეცვლას აპირებს. ამის შესახებ საკრებულოს 2 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ.