მაია ცქიტიშვილმა GIZ-თან თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა

785

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს, დანიელ ჰაასს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის ხელმძღვანელს, როლანდ შტრაურერს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, უკვე განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე  განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში GIZ-ის მიერ საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი აქტივობები, მათ შორის, მუნიციპალური ადმინისტრირების მოდერნიზების საკითხი. საუბარი შეეხო ადგილობრივ დონეზე თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას.