ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში მოსახლეობა აქციას მართავს

658

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, სადაც ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები კომპენსაციის გაზრდას ითხოვენ, ამისთვის ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევენ. თუ ამ პერიოდში კომპენსაციას არ გაუზრდიან, აქციის მონაწილეები მიწის ნაკვეთების დამუშავებას დაიწყებენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ თავდაპირველად კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმეს და მინიმალური კომპენსაცია აიღეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მოატყუეს და კომპენსაცია იმაზე ნაკლები გადაუხადეს, ვიდრე მიწის ნაკვეთი ღირს. მოსახლეობის ნაწილი, რომელთა სახლები ნაგავსაყრელთან ახლოს მდებარეობს, ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე აშენებას ითხოვენ.

აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებიც იმყოფებიან.