ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა

924

ოზურგეთში, ჩოხატარაუსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსი პროექტ “მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”  ფარგლებში ჩატარდება.

მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას გაუწევს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი რომელიც 1995 წლიდან აქტიურად არის ჩართული გურიის რეგიონის განვითარებაში. მცირე პროექტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გურიაში ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას, ისეთი უნარებისა და ცოდნის განვითარებას, რომელიც ტავის მხრივ ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში ტურიზმის როგორც ეკონომიკის დარგის პროგრესს.

კონკურსი პროექტ “მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში ტარდება, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია აფინანსებს. უშუალოდ პროექტს კი ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებენ.

პროექტ „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და ეროვნული სააგენტოების ერთობლივი ძალისხმევით გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ყოვლისმომცველი განვითარების ხელშეწყობა რეგიონის მიმზიდველობის გაზრდის გზით.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.