რუსთავში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება

775

რუსთავში, მე -11 მიკრორაიონში 54 ოჯახზე გათვლილი სოციალური საცხოვრისი აშენდება.  ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, რუსთავის მერიამ კი გამარჯვებულ კომპანიასთან შპს “სამებასთან” 824 439-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

რუსთავის მერიამ დღესვე გააფორმა ხელშეკრულება შპს “ჰერიოსთან”, რომელიც შემდეგი კვირიდან მშვიდობის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას დაიწყებს. გზის რეაბილიტაციაზე რუსთავის ბიუჯეტიდან 1 221 776 ლარი დაიხარჯება.