ოპოზიცია ქობულეთის საკრებულოს წევრ ვაჟა შავიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

868

ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრები ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვაჟა შავიშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ითხოვენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

მირდატ ქამადაძის თქმით, გვიან ღამით ციხისძირში „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს ბონდო თედორაძეს, ნოდარ დუმბაძესა და როინ ზოიძეს სამართალდამცავების თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მირდატ ქამადაძის თქმით, ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია. ოპოზიციის წარმომადგენელები „ქართული ოცნების“ აქტივისტების ვაჟა და თენგიზ შავიშიშვილების დასჯას ითხოვენ.