ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

1291

ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელიც ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშსს ეხებოდა, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ხმაურის ფონზე წარიმართა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან შალვა თავდიშვილმა სოფელ ჯუმათში წყლის რეაბილიტაციისთვის გახარჯული ნახევარი მილიონი ლარის მიზნობრიობის შესწავლა მოითხოვა. თავდაიშვილი ამბობს, რომ სარეაბილიტაცო სამუშაოების დასრულების მიუხედავად, ჯუმათის მოსახლეობას წყალი მაინც შეფერხებით მიეწოდება.

საკრებულოს წევრმა ქართული ოცნებიდან გენო ჩავლეშვილმა თავდიშვილის მიმართა და უთხრა, რომ ამ სოფელს არ ჰყავს არც მერის წარმომადგენელი და არაც თანაშემწე, “ეს ცალკე პრობლემაა” – დასძინა ჩავლეშვილმა.

კიდევ ერთმა წევრმა მარიკა ჩხიკვიშვილმა კი თქვა, რომ ამ საკითხზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დადებითი დასკვნა აქვს დადებული. ამაზე, ნაციონალებმა უპასუხეს, რომ სამხარაულის ბიურო “სიგრძეს და სიგანეს სწავლობს და ბიურო ვერ დადებდა დასკვნას, სამუშაოები იყო თუ არა ხარისხიანად ჩატარებული, რადგან არ შეუსწავლია”.