ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე, 100 ხე დაირგო

647

ბორჯომის მერიამ და ფონდმა “ჩვენი ბორჯომისთვის, პლატოს ტერიტორიაზე, ნაძვის, ფიჭვისა და რამდენიმე სახეობის ფოთლოვანი ხის 100-მდე ნერგი დარგო.

გამწვანების აქციაში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.

აღნიშნული პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და კოპმანია “IDS ბორჯომი საქართველოს“ დაფინანსებით განხორციელდა.