გორის სამხატვრო სკოლიდან სტალინის მუზეუმამდე სანიაღვრე არხი მოეწყობა

1215

დაახლოებით, 722 ათასი ლარი დაიხარჯება სანიაღვრე არხის მოსაწყობად, რომლის განხორციელებას მერია გორის სამხატვრო სკოლიდან სტალინის სახლ-მუზეუმამდე არსებულ მონაკვეთზე აპირებს. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამჟამად, ნინოშვილისა და თბილისის ქუჩების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ნალექის დროს, თბილისის დამრეცი ქუჩიდან წყალი, სწორედ, სამხატვრო სკოლასთან გროვდება. გაუმართავი სანიაღვრე არხის გამო კი, წყალი ასევე, ნინოშვილის ქუჩის დასაწყისშიც ქმნის პრობლემას.

პროექტის მიხედვით, ტენდერში გამოვლენილმა კომპანიამ სამუშაოები 150 დღეში უნდა დაასრულოს.

მერიის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ რეაბილიტირებული თბილისის ქუჩიდან (დაღმართიდან) ჩამდინარე წყალს გასავალი ექნება.