ქედის მერიამ ორი ტურისტული ობიექტის მოსაწყობად ტენდერები გამოაცხადა

615

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, ჯაიმელას ისტორიულ ხიდთან მისასვლელი გზის მოწყობისთვის 3480 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 4207-ლარიანი ტენდერი გამოცხადდა ასევე სოფელ აბუქეთაში დაკიდულ ხიდთან გზაზე. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ჯაიმელას ხიდის მიმდებარედ ბილიკებისა და საფეხურების მოწყობა, განათების დამონტაჟდება და სველი წერტილის მშენებლობა იგეგმება. ხოლო, აბუქეთაში დაკიდულ ხიდთან გზაზე მოაჯირი უნდა გაკეთდეს.

კეთილმოეწყობა ცივასულას და ქვედა ბზუბზუს ჩანჩქერთან მისასვლელი გზებიც. ჯამში ქედის მერია ისტორიულ ობიექტებთან მისასვლელი გზების მოწყობისთვის 120 ათას ლარს დახარჯავს.