შიდა ქართლის სკოლებში ელექტრონული წიგნების შეძენა დაიწყეს

563

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების პროგრამის განხორციელება დაიწყეს.  სკოლის ადმინისტრაციამ აუდიოწიგნები შეიძინა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები, ქართული ენისა და ლიტერატურის ტრადიციული გაკვეთილების პარალელურად, ენათმეცნიერის, თამაზ კვაჭანტირაძის ვიდეოგაკვეთილებს მოუსმენენ.