ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა

637

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სარებულოს ორი ფრაქცია დაემატა „ქართული ოცნება–კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება– მრეწველები“. ფრაქციების დარეგისტრირების შესახებ საკრებულოს დეპუტატებმა ინფორმაცია 25 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ცნობად მიიღეს.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

„ქართული ოცნება–კონსერვატორებს“ ვარლამ ხვინგია, ხოლო „ქართული ოცნება–მრეწველებს“ ივანე შალუტაშვილი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოში ორი ახალი ფრაქციის შექმნის მიზნით „ოცნების“ პარტია სამმა დეპუტატმა იანვარში დატოვა. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო ანდრო გედიაშვილი „კონსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი „მრეწველებში“.

მიუხედავად პარტიების შეცვლისა, ბორჯომის საკრებულოს ოპოზიცურმა წევრებმა ახალი ფრაქციების შექმნას მხარი არ დაუჭირა, ამიტომ დეპუტატებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები მორიგებაზე მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც საკრებულოს თავმჯდომარე, ზაზა ჩაჩანიძე გადააყენეს.