ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე ახალი გზა იგება

807

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე, მე-6 შესახვევში ახალი გზა იგება.

ქუთაისის მერიის ცნობით, ამ მონაკვეთზე გზა არასდროს ყოფილა.

ახალგაზრდობის მე-6 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

სამუშაოები უახლოეს ხანში დასრულდება.