ქუთაისის მერიამ ოთხ თვეში 589 791 ლარის ქონება გაყიდა

998

ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წელს, 17 ობიექტი უკვე გაყიდა, აქედან მხოლოდ ერთია შენობა-ნაგებობა, დანარჩენი კი მიწის ნაკვეთია. საშუალო მაჩვენებლით, თვეში დაახლოებით, ოთხი ობიექტის პრივატიზება მოხდა. ამის შესახებ “ნიუპრესი” წერს.

გამოცემის ცნობით, მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით,  მიმდინარე წლის 20 აპრილის მონაცემებით, ბიუჯეტში 589, 791 ლარი შევიდა, რაც გეგმის 23, 5%-ია. შენობა-ნაგებობის ღირებულება ჯამური 357 549 ლარია, მიწის ნაკვეთთა ღირებულება კი 229 242 ლარი.

ქუთაისის მერია 2018 წელს ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონებების რეალიზაციიდან მერია 4 მილიონი ლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.