რუსთავში ქვეითთა გადასასვლელები იხაზება

971

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელები იხაზება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

სამუშაოებს “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები აწარმოებენ.

“თოდრიას ქუჩაზე დაგეგმილია რამდენიმე ქვეითთა გადასასვლელის დახაზვა, მას შემდეგ რაც დასრულდდება პროცესი, ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება ” -განაცხადა “რუსთავსერვის ცენტრის” ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ

ქუჩიშვილისა და თოდრიას ქუჩების კვეთაზე კი, უსაფრთხოების საგზაო ნიშანი “ციმციმა” დამონტაჟდება, რომელიც მძღოლს სიჩქარის შეზღუდვისკენ მოუწოდებს და  მიანიშნებს, რომ უახლოვდება ფეხით გადამსვლელთა ადგილს.