სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო ენის პრობლემებზე იმსჯელეს

911

26 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გამართა.

მისი რეგიონში ჩასვლის მიზანი, დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.

შეხვედრებისას აქცენტები გაკეთდა აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე, ასევე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე.

დეპარტამენტის წარმომადგენლებს პირველი შეხვედრა ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციასთან ჰქონდათ, რის შემდეგაც, ისინი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.